აღნიშნული პროექტი მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს. პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა შენობის ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერში ჩატარდა კონსტრუქციული სამუშაოები .
ამჟამად მიმდინარეობს შენობის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ეზოს კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლებს: ისინი მუზეუმს ჩინელი აგრონომის პირად ნივთებს გადასცემენ და უზრუნველყოფენ საგამოფენო სივრცის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას . (შეთანხმება ამის შესახებ 2024 წელს, პეკინში შედგა). სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.
მუზეუმის კონცეფციის შესაბამისად, ეზოში მოეწყობა ჩაის ლაბირინთი და ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი თემატური კუთხეები.