ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც შესაძლოა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდეს,  "ნაცმოძრაობას" მოუწოდეს რამდენიმე ხნის შექმნილი "ოპოზიციური ალიანსიდან" გამოვიდეს.

"არავის მოსწონს ის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის ალიანსში, სადაც მათ ლიდერებს სუსის აგენტებს ეძახიან, სადაც ალიანსის ლიდერები ჩვენებას აძლევენ მათ წინააღმდეგ. "ნაციონალური  მოძრაობა" არ უნდა იყოს ყალბი ერთობის ხელშემწყობი. 

ეგ ალიანსი მსხვილ პარტიებს არ სჭირდება, სჭირდება იმ პარტიებს, რომლებმაც საკუთარი რეიტინგი არ იციან, იმიტომ რომ არჩევნებში არც კი შესულან. უკეთებენ რაღაც ფასად და აძლევენ ტონს, თითქოს ვინმე რამე პოლიტიკურ პარტია წარმოადგენს. პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენ მას შემდეგ, როცა არჩევნებში შეხვალ და გაზომავ რეიტინგს, რა ძალა გაქვს და ძალიან მარტივი გასაგებია ვის ვგულისხმობ, და შესაბამისად მათთვის ფასადის შექმნა, ვითომ რამე  მოთამაშეს წარმოადგენენ... მოთამაშე ხარ იმის მიხედვით, რამდენი ამომრჩეველი გყავს. მის  მიხედვით ჯდები მაგიდასთან და მაპატიეთ ამ სიტყვაზე და "ბლატაობ". შესაბამისად დღეს იმ ანტურაჟის შექმნა არის არასწორი და მოგონილი. 

"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა, უკვე" - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში "კვირის ფორმულა".

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი