GE EN
გურჯაანი სიღნაღი დედოფლისწყარო ლაგოდეხი ყვარელი თელავი ახმეტა საგარეჯო ხარაგაული თერჯოლა საჩხერე ზესტაფონი ბაღდათი ვანი სამტრედია ხონი ჭიათურა ტყიბული წყალტუბო ქუთაისი თიანეთი მცხეთა დუშეთი ყაზბეგი ოზურგეთი ლანჩხუთი ჩოხატაური ბათუმი ქედა ქობულეთი შუახევი ხელვაჩაური ხულო კასპი გორი ქარელი ხაშური რუსთავი გარდაბანი მარნეული ბოლნისი დმანისი წალკა თეთრიწყარო მესტია აბაშა სენაკი მარტვილი ხობი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ ფოთი ახალციხე ბორჯომი ადიგენი ასპინძა ახალქალაქი ნინოწმინდა ამბროლაური ონი ცაგერი ლენტეხი სოხუმი გაგრა ბიჭვინთა გალი ოჩამჩირე რეგიონები

დღის სიახლეები

ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოს შემდეგ უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს კვარიათის სანაპიროზე ახორციელებს

როგორც უწყებაში აცხადებენ, იგეგმება კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების- ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი.

1677054642

ოზურგეთი

სხვა სიახლეები

ხულოს დრამატულ თეატრში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,ამაგდარი“ გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 31 ღვაწლმოსილი ადამიანის დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება, უანგაროდ, სხვებზე ზრუნვასა და შრომაში გაატარეს

1714282324

სამტრედიაში ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები  მიმდინარეობს. 

1714231482

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტყის ხანძრების ქრობის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს, დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატის თანამშრომლობის ფარგლებში, ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.

1714219030

სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით,  კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ  ქორწინება  „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა

„1995 წლის კონსტიტუციის მუხლი ამბობდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და  ნებაყოფლობას. ეს ნიშნავდა, რომ ქორწინება არ შეიძლება იძულებით იყოს და ქალი და მამაკაცი თანასწორია. მეტი საჭიროება არ არსებობდა, ქალის და მამაკაცის ხსენებაც არ არსებობდა, რადგან სხვა რა შეიძლება იყოს ქორწინება, თუ არა ქალისა და მამაკაცის ერთობა.  გავიდა დრო და 2017 წელს, იძულებული გავხდით ჩაგვეწერა, რომ ქორწინება არის  ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომ ვინმეს არ მოსვლოდა აზრად, სხვა ტიპის ურთიერთობა მოეგვარებინა კანონით“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მესტიაში.

1714212440