სააღდგომო ამანათები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილეებმა მალხაზ შერგელაშვილმა, გიორგი ჯუღელმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაარიგეს და ოჯახებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

ამანათები მიიტანეს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონში", სათნოების სახლ "კათარზისში", მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ დღის ცენტრში "ცხოვრების მეგზური". "ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შევარჩიეთ ისეთი ოჯახები და ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს თანადგომას. სასაჩუქრე ნაკრები, როგორც საკვებ პროდუქტებს, ასევე სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს აერთიანებს. იმედია ჩვენს მიერ განხორციელებული სოციალური აქციით, მცირედით მაინც შევუმსუბუქებთ მათ მდგომარეობას და სადღესასწაული განწყობას შევუქმნით", - ვასილ გველესიანი