GE EN
გურჯაანი სიღნაღი დედოფლისწყარო ლაგოდეხი ყვარელი თელავი ახმეტა საგარეჯო ხარაგაული თერჯოლა საჩხერე ზესტაფონი ბაღდათი ვანი სამტრედია ხონი ჭიათურა ტყიბული წყალტუბო ქუთაისი თიანეთი მცხეთა დუშეთი ყაზბეგი ოზურგეთი ლანჩხუთი ჩოხატაური ბათუმი ქედა ქობულეთი შუახევი ხელვაჩაური ხულო კასპი გორი ქარელი ხაშური რუსთავი გარდაბანი მარნეული ბოლნისი დმანისი წალკა თეთრიწყარო მესტია აბაშა სენაკი მარტვილი ხობი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ ფოთი ახალციხე ბორჯომი ადიგენი ასპინძა ახალქალაქი ნინოწმინდა ამბროლაური ონი ცაგერი ლენტეხი სოხუმი გაგრა ბიჭვინთა გალი ოჩამჩირე რეგიონები

რეგიონები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026"-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

1785433932

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები.

1785424559

ნათია თურნავა: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და საბანკო სექტორისადმი ნდობას

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს კომერციული ბანკების სარეზოლუციო მზაობის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირობითი დაფინანსება (ე.წ. საკრედიტო ხაზი) გახდება ხელმისაწვდომი. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკრედიტო ხაზი საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებას ითვალისწინებს.

1785422162

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე თურქეთის სამ მოქალაქე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

1785421825

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის "სპექტრში" დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა  N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.

1785420864

პეტრე ცისკარიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება

 პარტიის ყრილობის ჩატარების თარიღად 5 აგვისტოს, 15:00 საათი განისაზღვრა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მედიასთან განაცხადა. 

1785420635

ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

1785420328

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანმა დანით მეორე არასრულწლოვანს ჭრილობები მიაყენა - დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

1785420124

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

1785419027

პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით, 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

1785418714

ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა.

1785418389

გურჯაანში, განზრახ მკვლელობის მომზადების, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ

როკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

1785418215

დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1 066 175 ჰექტარია.

1785416071

ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის  პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის.

1785414802

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.

1785414514

ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.

1785413418

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე,  ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო,  არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების პროცესში  დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა, კერძოდ,  კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები .

1785412723

ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

1785412454

თსუს სტუდენტებმა ნიურნბერგის 2026 წლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის კონკურსში 140 მონაწილე გუნდს შორის წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო მე-3 ადგილი მოიპოვეს

🏆 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ნიურნბერგის 2026 წლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის კონკურსში 140 მონაწილე გუნდს შორის წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო მე-3 ადგილი მოიპოვეს.

1785411941

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

1785409568

ზუგდიდში 44 135 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1785408622

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში

აგვისტოდან „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადადის. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, განახლებულ საპრიზო ფონდს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს.

1785407118

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიური ბანკია საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი უკვე მე-12-ედ დაასახელა. ჯილდო ბანკს EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც ლატვიაში, რიგაში გაიმართა.

1785404453

ნიკოლა ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტთან ერთად თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ის თანამდებობიდან მთელ კაბინეტთან ერთად გადადგა.  ფაშინიანმა ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც „არმენპრესმა“ გადასცა.

1785403707