ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისიდან შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის" მიხედვით, ცხოველების შემგროვებლობა განიმარტება, როგორც ფიზიკური პირის მიერ ცხოველების შეგროვება და, ამასთანავე, მათი მოვლა-პატრონობის წესების (საკვებზე ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, რეგულარული გასეირნება) დაცვის შეუძლებლობა, ცხოველის მდგომარეობის (წონის კლება, ავადმყოფობა და ა. შ.) ან/და ცხოველის საარსებო გარემოს მნიშვენლოვანი გაუარესება.