აზერბაიჯანში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 103 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში 15 მედალი მოიპოვეს, აქედან 11 ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
აღნიშნული შედეგით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის თასი მოიპოვა.
საერთაშორისო ტურნირზე 20-ზე მეტი ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს