12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია დასრულდა - ამის შესახებ გაუჩინარებული ბიჭის დედის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. 

🔹სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. ✔️
🔹შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.
🔹გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! - წერს ტარიელ კაკაბაძე. 

შეგახსენებთ, 2014 წელს   17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს.

როგორ გაუჩინარებული ბიჭის დედამ გადაცემაში "შენი ამბავი" თაიასთან განაცხადა, 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი წავიდა, რომლებსაც ახლდათ გურამ დადიანიძის  მამიდის ახლობელი. მიკროავტობუსი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ მათ გურამ დადიანიძე არ ჩამოყოლიათ. 

პირველადი ვერსიით, გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსული მათ უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.

გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ამბობს, რომ  ჯგუფი თბილისში ჩავიდა და მისი ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან.

სოფიო ბიბილაშვილი აზრით, მის შვილთან ერთად მლეთაში მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.

დედა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის შვილს მთის ფერდობიდან ჩამოსვლის დროს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.

2026 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება გაავრცელა   სადაც ნათქვამია, რომ შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა