23 ნოემბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის დიდ ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
წირვა დაიწყება დილის 10 საათზე.
მრევლს გთხოვთ, მობრძანდეთ და შემოგვიერთდეთ სადღესასწაულო წირვაზე. - ინფორმაციას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ავრცელებს.