საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), მიმდინარეობს სავალი ნაწილის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოები.

"რის გამოც 2026 წლის 27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე ამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება და სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.