აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, ანგარიში, უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შევიდა. საკომიტეტო მოსმენებზე ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარადგენს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხდომაზე, მეორე მოსმენით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარადგინა.
ბიურომ საკითხი, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია. სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 16 აპრილის პლენარულ სხდომის დღის წესრიგი.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის განცხადებით, მინისტრის საათის წინასწარ დამტკიცებული განრიგის მიხედვით, ამავე ფორმატში, კანონმდებლები აჭარის მთავრობის წევრს, კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს მოუსმენენ. დღის წესრიგში, ასევე შევიდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა.