ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ერთმანეთს BMW-სა და Volkswagen-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი პირი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.