Aktual Media-ს გუნდმა დაიწყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „Novella II“-ის გადაღებები, რომელიც საქართველოში მცხოვრები წარმატებულ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებას ასახავს.
ფილმის ქრონომეტრაჟია დაახლოებით 40 წუთი.
მისი გადაღება მიმდინარეობს თბილისში, ასევე მარნეულის, გარდაბნისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ "ნოველა 2"-ში მონაწილეობენ სამართლის, მედიცინის, სპორტის და სხვა ღირებულ სფეროებში ჩართული ახალგაზრდები.
პროექტი წარმატების ისტორიების ჩვენებასთან ერთად, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში განათლებისადმი ინტერესისა და მოტივაციის გაზრდასა და პერსპექტიული აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ფართოდ გაცნობას ქართული საზოგადოებისთვის.
ფილმს აწარმოებს „აქტუალ მედიას" გუნდი.
აღსანიშნავია, რომ პირველი ფილმი - „Novella I“ 2025 წლის 28 თებერვალს გამოვიდა და მას ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესით შეხვდნენ.
საგულისხმოა ისიც, რომ ფილმი ბიზნესმენთა მხარდაჭერით იქმნება.