ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებს, საბავშვო ბაღის დასრულება მიულოცა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღში სწავლა 150-მა აღსაზრდელმა დაასრულა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პატარებმა პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, მერიის წინ მდებარე ახალგაზრდულ სკვერში იზეიმეს.
ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს