ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან მიმდინარეობს. შტორმის შედეგად პრომენადისა და ველობილიკების ცალკეული მონაკვეთები ქვიშის მასამ დაფარა.
სამუშაო პროცესში, დასუფთავების სამსახურთან ერთად, ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები არიან ჩართულები.ტერიტორიების გაწმენდა და სანაპირო ზოლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.