ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.

ბათუმის მერიის ინფრმაციით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამოტუმბვითი სამუშაოები, სანიაღვრე არხების წმენდა, გზების გათავისუფლება ჩამოშლილი მიწის მასისაგან და სხვა აუცილებელი ღონისძიებები ერთდროულად, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.

სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ყველა იმ მისამართზე, სადაც საჭიროება დგას და ვიდრე არსებული პრობლემები სრულად არ აღმოიფხვრება.

მუნიციპალური სამსახურები ადგილზე რჩებიან და შექმნილ ვითარებაზე რეაგირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. - ნათქვამია ბათუმის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.