თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში.
აქვს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ დრომდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.