პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" დიდი ხანია პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით "ლელოს" ესაუბრება.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი, დიდი ხანია, გადავლახეთ, დიდი ხანია, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე ვესაუბრებით „ლელოს“, დიდი ხანია.
რაც შეეხება სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევას, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის მთავარი საკითხია, რომ ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა „კოალიციები”, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს; მეორე, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მზარდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ძალიან ეფექტურია. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არც ოლიგარქები გვყავს, ვინც გვაფინანსებს, არც ბანკირები გვყავს. არანაირი ფინანსური სერიოზული რესურსი ჩვენ უკან არ დგას. ამის მიუხედავად, შევძელით, რომ ყველაზე ეფექტურად, მინიმალური შესაძლებლობების ფარგლებში მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და გვქონოდა მეტი პერსპექტივა. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენს უკან მდგომი ამომრჩევლები ჩვენგან რაიმე ფინანსურ მხარდაჭერას კი არ ელოდებიან, ჩვენთან არიან, რადგან სჯერათ იმ იდეის, რაც ჩვენ გვაქვს. ძალიან დიდი ინტერპრეტაციის სივრცეებია და ამ სივრცეებში არ გვინდა შესვლა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, ISSA-ს კვლევით, გამოკითხულთა 54.5% მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში
ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.