ახალციხეს ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი ეწვია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობილ მოჭადრაკეს ახალციხის ციხეზე, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ჭადრაკის დედოფალს, გასაუბრებოდნენ და დასწრებოდნენ მის მასტერკლასს.
ნონა გაფრინდაშვილმა ახალგაზრდებთან საჭადრაკო ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ კითხვებს უპასუხა, რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა. შემდეგ კი მოსწავლეებთან მეგობრული პარტია ითამაშა, სადაც პირველი სვლა სიმბოლურად მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა გააკეთა.
ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ღონისძიებაზე, ასევე „ნონა გაფრინდაშვილის თასზე“ საჭადრაკო ტურნირში, მეორე ადგილზე გასული ახალციხელი ნორჩი მოჭადრაკეები: ცოტნე მურჯიკნელი, დემეტრე მესხიძე, დემეტრე ქუთათელაძე და აკაკი თამარაძე დააჯილდოვა.
საპატიო სტუმრის პატივსაცემად ანსამბლებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. აგრეთვე, მოეწყო ფოტო-გამოფენა ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო ცხოვრების, მისი სპორტული გზისა და გამარჯვებების მნიშვნელოვან ეპიზოდებთან დაკავშირებით.
ღონისძიებას მერის მოადგილეები: ნოდარ ტატალიშვილი და გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: დავით მუმლაძე და ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.