იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სასწავლო კურსი, რომლის მიზანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა, 8-12 ივნისს ჩატარდება.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებასა და საარქივო საქმესთან დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს დამატებითი ცოდნის მიღებას; მათთვისაც, ვინც იწყებს სამსახურს ამ მიმართულებით ან მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე და სურს, ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.
სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნის გაზიარებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობას.
მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba