ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
როგორც ძიუდოისტმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ორიოდე კვირით ადრე მივიღე დაზიანება. ნეკნი ცოტა გაბზარული მქონდა. გული მწყდება, რომ ოქროს მედალი ვერ მოვიპოვე, რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. შეიძლება იმაზე უკეთეს ფორმაშიც, ვიდრე შარშან."
ეთერ ლიპარტელიანი ამბობს, რომ "ყველას უნდა ოქროს მედალი, მაგრამ არავინ ხედავს იმ ტკივილს, რომელიც მის მიღმა დგას… სპორტი მხოლოდ გამარჯვება არ არის. ეს არის წლები შრომის, მსხვერპლის, იმედების და ემოციების, რომელთა გადმოცემაც ზოგჯერ სიტყვებით შეუძლებელია.ვერცხლიც გამარჯვებაა, მაგრამ როცა იცი, რამდენი იშრომე ოქროსთვის, გული სხვანაირად გტკივა.ეს ტკივილი კი უფრო ძლიერი დაბრუნების მოტივაციად უნდა აქციო."