გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკაში ზრდის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გამოიკვეთა - ტურიზმში, საგარეო ვაჭრობასა და ფინანსურ ბაზრებზე. გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაასახავს, როგორ შეიცვალა ძირითადი ტენდენციებიწლის ბოლოსკენ.
ტურიზმის შემოსავლები: ზრდა მოლოდინს აღემატება
2025 წლის მე-4 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა 2025 წელს, რაც მცირედით აღემატება გალტ & თაგარტის პროგნოზს.
2026 წელს, გალტ & თაგარტი ტურიზმის შემოსავლების 5.0 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.
საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტიწლიურად 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშდოლარი შეადგინა, რაც ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ განაპირობა. საქონლის იმპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშდოლარამდე, რაც ძირითადად კაპიტალური საქონლის, საწვავის, სამრეწველო და საკვები პროდუქტების იმპორტის ზრდამ განაპირობა.
საერთო ჯამში, 2025 წელს საქონლის ექსპორტი 7.3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 18.5 მლრდ აშშდოლარი იყო - ორივე მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ფულადი ბაზარი: მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება
20 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინოფასიანი ქაღალდების 1 აუქციონი ჩაატარა. მაღალი ინტერესის ფონზე მოთხოვნამ შეთავაზებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.