საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.
ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი სულიერი, საზოგადოებრივი და ეროვნული მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა „პატრიარქი ილია II“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2026 წლის 23 აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2026-1/patriarki-ilia-ii-1