საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ,ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. 

შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე, მერის მოადგილეები, პარლამენტის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო მშვილდაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გივი მიქანაძემ პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრაზე მინისტრმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა, ასევე პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა.

მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხუთ ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობის სიგელები გადაეცა.

დაჯილდოვდნენ:
ბაღდათის 1 და როკითის საჯარო სკოლის პედაგოგი ნუკრი კარკაძე. 
ვარციხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა მარღანია.
დიმის 1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა კანჯარაძე.
როკითის საჯარო სკოლის პედაგოგი ერეკლე ხაზარბეგიშვილი. ფერსათის 2 და წითელ ხევის ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო გიორგაძე.

პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პარლამენტის დელეგატმა დეპუტატმა და ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების დასკვნითი ცერემონია 27 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება.