სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ელენე ხოშტარიას ექიმს მაკა იოსელიანს, იმისთვის რომ პროცესს რეალური დინამიკა მისცენ
კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ, – ამის შესახებ
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ექიმისთვის, მაკა იოსელიანისთვის, შეთავაზებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრა, მაკა იოსელიანის სურვილით, 29 ივნისამდე გადაიდო.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს. მინდა, შევხვდე ექიმს, გავცვალოთ პოზიციები. ჩვენც გვაქვს საკმაოდ საინტერესო, როგორც ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, ასევე, კიდევ სხვადასხვა დეტალები. გვინდა, ექიმთან გავიაროთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი. ყველანაირი უფლება გვაქვს, ამ ადამიანთან გავიაროთ, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. მე პირადად მქონდა სურვილი, შევხვედროდი მაკა იოსელიანს, გამევლო ყველანაირი საკითხი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, შემდეგ უკვე დაგვეგეგმა სამომავლო მკურნალობის ტაქტიკა. წინა ჯერზეც თავი შევიკავე და ვთქვი, რომ თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან. ეს ადამიანი არის მსჯავრდებული, ჩვენ ვართ პენიტენციური სამსახური, შესაბამისად, მგონია, ამით უკვე ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა, გავაკეთო დამატებითი კომენტარები, თუნდაც ამ ექვსთვიან პროცესთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ დამიჯერეთ, ეს მის ინტერესებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.
ექიმი როდესაც გამოდის და იძახის, ადამიანი განიცდის საშინელ ტკივილს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერს არის მოკლებული. ბრიფინგებით საუბარი აბსურდის თეატრია. საჭიროა მკურნალ ექიმთან ერთად ელენე ხოშტარიას რეალური მდგომარეობის შეფასება.
2026 წლის თებერვალში საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. ისევ თუ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს, არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მე იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.