„ქალბატონ მაკა იოსელიანთან და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში– ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა.
"ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში“ ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.