საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.
მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
საგამოცდო ცენტრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.
ქალაქ ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში რეგისტრირებულია 1500-მდე აბიტურიენტი.
2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 23-24 ივლისს.