წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი უცვლელ ადგილას, ქ. გურჯაანში, ახტალას პარკში 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა წელსსაიუბილეო თარიღს აღნიშნავს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესთან დაქართული ღვინის გულშემატკივრებთან ერთადიზეიმებს.
ფესტივალზე სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალითუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუწლებით დავარგებულ ღვინი მწარმოებლებსშეხვდებით. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობაექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან დაოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროსდრო.
საიუბილეო წელს, ფესტივალის გზავნილი„თანამედროვე მემკვიდრეობაა“, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორისუწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს. სწორედ ამმემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ისისტორიები, რაც ყოველწლიურად მეღვინეობისქალაქში იქმნება.
„ათი წლის წინ ყველაფერი დიდი ენთუზიაზმით დაიწყო. დღეს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი ტრადიციად ქცეული, ღვინის მოყვარულებისთვის ყოველწლიური ზეიმია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, აკავშირებს და ახალ ისტორიებს ქმნის. გურჯაანის ღვინის ფესტივალის გუნდი ამემოციებს წლიდან წლამდე ვაგროვებთ და განახლებული შემართებით ვემზადებით თითოეულ სტუმართან შესახვედრად, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე ძალიან ნაცნობი დაახლობელია, – აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.