ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.