ილის სულამანიძის დედა მანანა გოჩელაშვილი ჩემპიონის ბავშვობას იხსენებს და ამბობს რომ, მამა შვილს მუდმივად არიგებდა და თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა.

"გავხსენი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. სად წავიდნენ, რა მედალი აიღეს. წააგეს თუ მოიგეს. აბსოლუტურად ყველა მაქვს აღრიცხული. როცა მოგებული მოვიდოდნენ ბავშვები, მაშინ მამის დარიგება იყო განსაკუთრებული. როცა მოგებული ბრუნდებოდნენ, ეს ბავშვებს თავში არ ავარდნოდათ... 

მამამისი დარიგების მერე, ყოველთვის ეუბნებოდა, თავმდაბალი უნდა იყო. ხომ იცი რომ მოიგებ - თავმდაბლად, თავმდაბლად... ერთხელ, პატარები იყვნენ მაშინაც, როცა მოგებული მოვიდა... შემოვიდა ილია, მედალი მოაქვს და მოდის თავდახრილი. მე, როგორც დედამ მისი მედლისთვის იმ წუთში ყურადღება არ მიმიქცევია.  უცებ მივედი, ვიფიქრე ხომ არაფერი იტკინა. ჩემთვის პირველი იყო ბავშვებს არაფერი სტკენოდათ. 

რომ ვკითხე, დედა რატომ ხარ ასე? მიპასუხა - დედა თავმდაბლად მოვდივარო, შემოვიდა სულ თავდაწეული. მთელი ოთახის სიგრძეზე გამოიარა თავდაწეულმა...

მამამისი არიგებდა, სულ თავმდაბალი უნდა იყო, ერთხელ მედალი მოიგო და სახლში თავდახრილი შემოვიდა, ვიფიქრე რაღაც იტკინა, ვკითხე რამე იტკინე? არა, თავმდაბლად მოვდივარო" - აცხადებს მანანა გოჩელაშვილი.

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელია! 

მოგებული ოქროს შემდეგ ჩემპიონმა განაცხადა: თავი სიზმარში მგონია - შევეცდები, ამ ოქროს მედლის შემდეგ ოლიმპიური ოქროც მოვიგო