"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პარტია "ოპოზიციური ალიანსის დატოვებას არ აპირებს. 

„ალიანსის დატოვებას არ ვაპირებთ, რადგან არსებული ტაქტიკური მიზეზები არ შეცვლილა. ვართ ისევ წინააღმდეგობაში, ვართ პროტესტში, ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გვაქვს კონკრეტული შეთანხმებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, რა საარჩევნო ცვლილებები უნდა განხორციელდეს  სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. პიროვნული თავდასხმები არის ხელის შემშლელი ფაქტორი, ეს არა საქმიან გარემოს ქმნის ალიანსში.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებზე თავდასხმები თუ შეჩერდება, მაშინ შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ არ შეჩერდება, საქმიანი გარემო არ იქნება. თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არსად არ მივდივართ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.