არეულები არიან ბატონი ჰერჩინსკის ფავორიტები, ესეც მის ტრაგიზმზე მეტყველებს - პატრონებმა მიიყვანეს აქამდე ეს რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არეულები არიან ბატონი ჰერჩინსკის ფავორიტები, ესეც მის ტრაგიზმზე მეტყველებს. პატრონებმა მიიყვანეს აქამდე ეს რადიკალური ოპოზიცია.  ჯერ მარტო გადახედეთ, რა ხალხია წარმოდგენილი. რომ შევხედე იმ სურათს, რომელიც არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რა ხალხი აერთიანებს ამ რადიკალურ ოპოზიციას, ძალიან ტრაგიკულია ეს მდგომარეობა და გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ხალხის მხრიდან ამ ადამიანებს აქვთ ნულოვანი ნდობა და რეალურად მათ მიიღეს თავის დროზე 785 000-მდე ხმა წინა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მხარდაჭერაც კი გაანიავეს.

თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელოს“ გაუნახევრდა მხარდაჭერა და გახარიას პარტიას სამჯერ შეუმცირდა მხარდაჭერა, იმიტომ რომ მათ უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, შესაბამისად დაკარგეს საზოგადოების ნდობა, ის ნდობაც კი, რაც მანამდე ჰქონდათ, 785 000-მდე ხმის სახით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის პირობებში, შიდა დაპირისპირება, რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს რადიკალურ ოპოზიციაში, უცხოურ აგენტურაში, არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა პრემიერმა.