სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა,  რაც ახალ თავს დაწერს  ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან  შეხვედრით დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა  სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, რაც ახალ თავს დაწერს  ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში“, - აღნიშნავს პრემიერი.