საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და პრაქტიკული შესაძლებლობების შეთავაზებას. სწორედ ამ მიზნით, 21-27 სექტემბერს, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს ოთხ სავაჭრო ცენტრში — City Mall-ში, Telavi Mall-ში, Gori Mall-სა და Grand Mall Batumi-ში — სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა ეძლებათ.

შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები შეძლებენ, 5X MR შეთავაზებით ისარგებლონ და მაქსიმუმ 10,000 MR ქულა დააგროვონ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიებზე. აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია კონკრეტული მოლის შეთავაზების გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.

საკრედიტო Amex ბარათის მიღების პროცესი მარტივია - მომხმარებლებს მისი ციფრული ვერსიის აღება და გამოყენების დაწყება დაუყოვნებლივ, მობილბანკში შეუძლიათ.

შეთავაზების პირობების სანახავად და გასააქტიურებლად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის მობილბანკს.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 38.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.8%) მიხედვით. (2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, და კორპორატიული საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.3 მილიონამდე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://bankofgeorgia.ge/