კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დაისეტყვა. არსებული  ინფორმაციით, წვიმა და სეტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ზარალი მიადგა სოფელს. 

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ დაისეტყვა გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თელავის მუნიციპალიტეტების ნაწილიც. სეტყვამ გადაუარა საკარმიდამო ნაკვეთებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. 

სინოპტიკოსები კახეთის რეგიონში ამინდის გაუმჯობესებას ორ დღეში ვარაუდობენ.