საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა - "არსენალი" პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს
ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (ვიდეო)
"მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ დაცვაში ჩამდგარიყვნენ, ჩვენ შემტევებზე თითქმის ორი კაცი ერთმანეთს აზღვევდა. რთული იყო მაგრამ ვიპოვეთ მომენტი, პენალტი ავიკიდე... ძალიან ბედნიერი ვარ რომ გუნდს დავეხმარე. უბედნიერესი ადამიანი ვარ...
კუნთი მეჭიმებოდა და ძლივს გავრბოდი. მერე ვფიქრობდი, აი კუნთი რომ არ გაჭიმულიყო, რას ვიზავმიდი ...
ჩემთვის ძალიან შორის იყო ეს ყველაფერი ის რაც მოხდა, პირველი ხომ ძალიან შორს იყო და უკვე მეორე ზედიზედ წარმოუდგენელი იყო და მივხვდი, რომ ფეხბურთში და საერთოდ, ადამიანს თუ ოცნება აქვს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ძალიან ბედნიერი ვარ. ღმერთმა მომცა ამის საშუალება რომ დღეს მე ვიყო ამ სიტუაციაში. იმედია, რომ კიდევ ბევრი ქართველი იმავეს განიცდის. ყველას ვუსურვებ ეს გრძნობა ერთხელ მაინც განიცადონ.
სხვათა შორის პირველი ვერ გავიაზრე და მეორეზე მივხვდი რაც მოხდა.
ვნახე ვიდეო, ვიცოდი რომ ეროვნული ნაკრების წევრები ერთად უყურებდნენ თამაშს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათი თანაგუნდელი ვარ.იმიტომ რომ ეს ბიჭები არამხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთ ერთი დიდი ოჯახია. " - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან.