ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს.  ავიაკომპანია easyJet-თან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა.

ციფრული ბანერები ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

კამპანიის მიზანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა. - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში