მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ადგილობრივ მოსახლეობას განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ  ანგარიში ჩააბარა.

გიორგი ნაჭყებიამ შეხვედრაზე  მარტვილელებს გააცნო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები: ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით.  ყურადღება ძირითად პრიორიტეტზე გაამახვილა.

მერმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მომავალი წლის  პრიორიტეტებზე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე.

მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის  განვითარება და მოქალაქეებისთვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ადგილობრივებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე პირდაპირი პასუხები მიიღეს.

გიორგი ნაჭყებიას 2026 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://shorturl.at/A1zho