მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფექციური დაავადებების კონტროლის, მათ შორის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და ჰეპატიტების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს.
ასევე ისაუბრეს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების, სკრინინგული პროგრამების გაფართოებისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალურ ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმ შედეგებს, რაც ამ პარტნიორობამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მოიტანა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად იმუშაონ ჯანმრთელობის სფეროში მდგრადი შედეგების მიღწევაზე, განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდა.