ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ და არტურ გებალმა შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს, ამასთან, განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული თემები.
შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მიხეილ სარჯველაძემ და არტურ გებალმა, სამომავლოდ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.