ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ქალაქ სენაკში, ქალაქ ტყიბულში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში.
ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების ფარგლებში, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და საჭირო სათავსოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.