შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია დეტალურად გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებს.


მოქალაქეთა მიღებაზე დასმული საკითხები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურებს.

შეხვედრას მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე და სოფო რამიშვილი დაესწრნენ.