ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.



ძიმითისა და ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად შიდა უბნებში გარე განათებისა და გზების მოწყობა დაასახელა.

„ჩვენ 28 ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივებს და მოვისმინეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები.

პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია გამოყოფილი. 

საჭიროების მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.

მადლობას ვუხდი მერიის თანამშრომლებს სოფლებში ჩატარებული შეხვედრების ორგანიზებისთვის, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს აქტიური ჩართულობისთვის.“ - განაცხადა, პაატა კუნჭულიამ.