ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე დაესწრნენ.

ფესტივალზე, რომლის მიზანს ჩაის წარმოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს 65 მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ჩატარდა ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასი. საღამოს მუსიკალურად გურული ფოლკლორის შემსრულებლები აფორმებდნენ.