17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში.
„წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და შესაბამისად, ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში“, - განაცხადა პრემიერმა.