ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს.

„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც“, - განაცხადა პრემიერმა.