საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა ბექა დვალს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.