აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სამების ნაეკლესიარზე აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული ლითონის არტეფაქტების გაწმენდა და კონსერვაცია.
არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილ ნივთებს შორის არის ბრინჯაოს სეგმენტისებური იარაღი, ისრისპირი, ზარაკი, რგოლები, სპილენძისა და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ნათლად ასახავს სხვადასხვა ეპოქის მატერიალურ კულტურასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს.
განხორციელებული საკონსერვაციო საამუშაოები უზრუნველყოფს არტეფაქტების დაცვას, მათ სამომავლო სამეცნიერო კვლევასა და საგამოფენო სივრცეში განთავსებას. სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ.