ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თბილისში მდებარე ქუთაისის „აიას“ არენის, ავჭალის სარაგბო ბაზის, მათთან დაკავშირებული ადმინისტრაციული შენობებისა და გარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს.
პროექტის მიზანია რაგბის სტადიონების განახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და 2026 წლის ივნისში, საქართველოში გასამართი რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება.
ქუთაისის „აიას“ არენაზე დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების სკამების განახლება და სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, გასახდელებისა და სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია.
თბილისის ავჭალის სარაგბო ბაზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოს ფარგლებში, დაგეგმილია ადმინისტრაციული და მომსახურების ზონების განახლება, სველი წერტილების რეაბილიტაცია, ტრიბუნებისა და ფასადების შეკეთება, განათების სისტემების გაუმჯობესება და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
რაგბის ორივე სტადიონზე სამუშაოები უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ივნისში, რაც უზრუნველყოფს განახლებულ სტადიონებზე U20 რაგბის მსოფლიო თასის ჩატარებას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.