საგანმანათლებლო პროგრამის „შეეხე ისტორიას ხელებით“ ფარგლებში, სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის (პედაგოგი- ნათია უკლება) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „ქართული ორნამენტი“.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქართული ორნამენტის წარმოშობისა და მნიშვნელობის შესახებ. გაიგეს, როგორ ასახავდა ორნამენტი ბუნებასთან კავშირს და ტრადიციებს. ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ გამოიყენებოდა ორნამენტი არქიტექტურაში, კედლის მხატვრობაში, ოქრომჭედლობაში, ქსოვილებსა და სამკაულებში.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს გონიოს ციხის ტერიტორიაზე და გარე სივრცეში გაააკეთეს ჩანახატები. გაკვეთილს უძღვებოდა საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი- მარინე ითონიშვილი.